23-08-2018
„გორმედში" მოქალაქე შეიყვანეს, რომლიც ირწმუნება, რომ ის ობობამ დაკბინა. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, შუახნის ქალი მკურნალობის კურს ამ დრომდე აგრძელებს. ამბობს, რომ შავი ფერის მწერმა ლოგინში უკბინა, რის შემდეგაც გაუსაძლისი ტკლივილები დაეწყო და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მიმართა.
„როდესაც დავწექი ფეხი დამეწვა, რაღაცამ დამსუსხა. ავდექი და შუქი ავანთე, ვნახე რომ შავი ფერის ობობა იყო. მუცლის არეში დამეწყო საშინელი ტკივილი, მერე ფეხები ამტივდა, ვეღარ გაუძელი და სასწრაფო გამოვიძახე. ეხლა სუნთქვა და სიარული მიჭირს“-აცხადებს ანჟელა აკოფიანი.
მსგავსი ჩივილებით სამედიცინო ცენტრში მოქალაქე ქარელიდანაც შეიყვანეს. მედიკოსები ამბობენ, რომ ამ ორი შემთხვევის გარდა, ობობის მიერ დაკბენილი პაციენტი არასდროს მიუღიათ. ფაქტის შესახებ „გორმედიმა“ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აცნობა.