გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანია გერმანიაში

4-07-2023

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბერლინში, ფრანკფურტსა და მიუნხენში კულინარიული შოუგამართა.


ღონისძიებებს გერმანიის 75-მდე მსხვილი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. მასტერკლასებში ადგილობრივი კულინარიის სკოლის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.


კულინარიული შოუს ფარგლებში გერმანელმა ტუროპერატორებმა ქართული კერძების მომზადებაში მიიღეს მონაწილეობა.


გერმანიის 3 მსხვილ ქალაქში მოწყობილი კამპანიის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ გერმანული ტურისტული კომპანიებისთვის პრეზენტაციები გამართა. გერმანელი ტუროპერატორები დაინტერესდნენ საქართველოს ტურისტული პროდუქტებით,  სათავგადასავლო ტურებით, ეკოტურიზმითა კულინარიით.


მასშტაბური კამპანია გერმანიაში საკომუნიკაციო სააგენტო KPRN Network GmbH-თან თანამშრომლობის ფარგლებში შედგა.