გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს ანგარიში წარუდგინა

4-07-2023

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ 2022 წლიდან დღემდე განხორციელებული სამუშაოს ანგარიში, მიმდინარე საქმიანობები და სამომავლო გეგმები გააცნო.

 

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გივი  ჯაფარიძე, აკადემიის  წევრები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დეპარტამენტებსა და აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების ცალკეული, მიზნობრივი თანამშრომლობის საჭიროებაზე, გადაწყდა აქტიური შეხვედრების მოწყობა და დისკუსიების წარმართვა.

 

შეხვედრასამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე გაიმართა. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებმა პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია დაათვალიერეს და ლაბორატორიის თანამედროვე აღჭურვილობასა და მიმდინარე ძირითად საქმიანობებსაც გაეცნენ.