გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გურამ მაჭარაშვილი: ირაკლი კობახიძის დღევანდელი პრესკონფერენცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულა პირნათლად ყველა ის პუნქტი და დავალება, თან საჯაროდ პირდაპირ ეთერში რაც იყო ევროკავშირიდან

4-07-2023

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძის პრეს-კონფერნაციას გამოეხმაურა, რომელიც ეხებოდა ევროკავშირის მიერ დავალებული 12- პუნქტიანი გეგმის შესრულებას.

 

მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ პირნათლად შეასრულა ევროკავშირის მიერ დავალებული 12 - პუნქტიანი გეგმის ყველა დავალება, თუმცა ოპოზიციას სხვა დავალება და მიზანი აქვს - ეს არის ქვეყანაში პოლარიზების გაღრმავება.

 

„ოპოზიციის როლი როგორია? - ნულოვანი რომ არის ამ პროცესში, ამას ადასტურებს, მათ შორის, ის ჩანაწერები და ოპოზიციის ინტერვიუები, სადაც ამბობენ რომ ბოიკოტს უცხადებენ 12 -რ პუნქტიანი გეგმის შესრულების სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას. ირაკლი კობახიძის დღევანდელი პრეს-კონფერენცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულა პირნათლად ყველა ის პუნქტი და დავალება, თან საჯაროდ პირდაპირ ეთერში რაც იყო ევროკავშირიდან. რაც შეეხება პოლარიზებას და დეპოლარიზაციის პროცესს, აქ ყველა კარგად ვხედავთ, რომ ეს დამოკიდებულია რადიკალური ოპოზიციაზე. მისი დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი არის პოლარიზება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.