გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: რაც უფრო მეტ სიმყარეს აჩვენებს ხელისუფლებაც, საზოგადოებაც, მით უფრო მეტი შანსი გვექნება, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი

4-07-2023

„პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული დეკემბერში და პოლიტიკური გადაწყვეტილება ყოველთვის არის 50/50-ზე“- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად მთავარია უზრუნველყოფილი იყოს ხელისუფლების და საზოგადოების სიმყარე.

 

„ერთი რამ მინდა ვთქვა, რაც უფრო მეტ სიმყარეს აჩვენებს ხელისუფლებაც, საზოგადოებაც, მით უფრო მეტი შანსი გვექნება ჩვენ რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს არის მთავარი, რაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი: ხელისუფლების და საზოგადოების სიმყარე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ასე მივალთ დეკემბრამდე და ამ შემთხვევაში ბევრად მეტი იქნება შანსი, რომ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი“-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.