გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: გაუქმდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო, სამაგიეროდ გაიზარდა სამეურვეო საბჭოში აჭარის წარმომადგენლობა ერთიდან სამამდე, შესაბამისად, აჭარის ინტერესები იქნება სათანადოდ დაცული

4-07-2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს გაუქმების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინსტიტუციური კუთხით არასწორად იყო მოწესრიგებული ურთიერთობები.

 

მისივე განმარტებით, კონსულტაციების გავლის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა მრჩეველთა საბჭო, სამაგიეროდ გაიზარდა ერთიან სამეურვეო საბჭოში აჭარის წარმომადგენლობა ერთიდან სამამდე.

 

„რეალურად, ინსტიტუციური კუთხით არასწორად იყო მოწესრიგებული ურთიერთობები. ეს რეალურად საბჭოც არ იყო. მოგეხსენებათ, არის ე.წ. ბორდი საზოგადოებრივ მაუწყებელში, ეს არის სამეურვეო საბჭო, რაც შეეხება აჭარას, სამეურვეო საბჭოც კი ვერ დაარქვეს, იმდენად არასწორად იყო ჩამოყალიბებული ინსტიტუციურად სტრუქტურა, დაარქვეს მრჩეველთა საბჭო. საბოლოო ჯამში, ყველაფერი სათანადოდ მოწესრიგდა.

 

ჩვენ კონსულტაციები გავიარეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც უფრო მეტად იყვნენ ჩახედული ამ საკითხში და საბოლოო ჯამში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა მრჩეველთა საბჭო, სამაგიეროდ გაიზარდა ერთიან სამეურვეო საბჭოში აჭარის წარმომადგენლობა ერთიდან სამამდე. შესაბამისად, აჭარის ინტერესები საზოგადოებრივ მაუწყებელში იქნება სათანადოდ დაცული და გამოხატული“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.