გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

„პოლიტიკო“: კიევის ეკონომიკის სკოლის კვლევით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, „ფილიპ მორისმა“ და „დანონემ“ რუსეთის ბიუჯეტს გადასახადების სახით, ასეულობით მილიონი დოლარი გადაუხადეს

4-07-2023

კიევის ეკონომიკის სკოლის კვლევის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, „ფილიპ მორისმა“ და „დანონემ“ რუსეთის ბიუჯეტს გადასახადების სახით, ასეულობით მილიონი დოლარი გადაუხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.


ანგარიშის მიხედვით, თამბაქოსა და კვების ინდუსტრიის ამერიკულმა და ევროპულმა გლობალურმა კორპორაციებმა 2022 წელს 214 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღეს მხოლოდ მათი რუსული ბიზნესის მეშვეობით და რუსეთის ბიუჯეტს საერთო ჯამში 3.5 მილიარდი დოლარი გადაუხადეს.


კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლის უმეტესი ნაწილი აშშ-ში დაფუძნებულ კომპანიებზე მოდიოდა, ევროკავშირის კომპანიებმა 2022 წელს მაინც გამოიმუშავეს დაახლოებით 75.2 მილიარდი დოლარი და რუსეთის მთავრობის გადასახადებში თითქმის 600 მილიონი დოლარი გადაიხადეს. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ „პეპსიმ“ დაახლოებით 4.6 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.