გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სამეგრელოს ექვს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

5-07-2023

აბაშის, სენაკის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებში 343 648 გრძივი მეტრი გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის შედეგად სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები 4 687 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. გაზიფიცირების სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს.


მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობის მიერ შემუშავებული გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, სამუშაოები საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს 10 რეგიონის, 27 მუნიციპალიტეტის 104 დასახლებულ პუნქტში - ჯამურად აშენდება 1 221 589 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც დამატებით 15 419 აბონენტს მისცემს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობას.


აღსანიშნია, რომ 2013-2021 წლებში ბუნებრივი აირი მიიღო 771 დასახლებულმა პუნქტმა, ხოლო 2024 წლისთვის გაზიფიცირებული იქნება მოსახლეობის დაახლოებით 93 პროცენტი.