გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ალექსეი რეზნიკოვი: მსოფლიო სამხედრო ინდუსტრიისთვის უკრაინაზე უკეთესი საცდელი ადგილის გამოგონება შეუძლებელია

5-07-2023

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიო სამხედრო ინდუსტრიისთვის უკრაინაზე უკეთესი „საცდელი ადგილის“ გამოგონება შეუძლებელია.


„კიევის დასავლელ მოკავშირეებს ნამდვილად შეუძლიათ დაინახონ, მუშაობს თუ არა მათი იარაღი, რამდენად ეფექტურად მუშაობს ისინი და საჭიროებს თუ არა განახლებას“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.


„ფაინენშელ თაიმსი“ წერს, რომ რუსული რაკეტებისგან თავისი ცის დასაცავად, უკრაინამ მიიღო ამერიკულ-ნორვეგიული საჰაერო თავდაცვა Nasams-ი, ისევე როგორც გერმანიის ახლად განვითარებული Iris-T და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნატო-ს კლასის ყველა სხვადასხვა სისტემა ერთად გადის გამოცდას.


„სისტემები ერთად მუშაობენ. მათთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს იცოდნენ“, – თქვა ალექსეი რეზნიკოვმა ინტერვიუში.