გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ანგელა მერკელი: საქართველოს 20% ოკუპირებულია და ეს უდიდესი უსამართლობაა

24-08-2018

გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, საქართველოს 20% ოკუპირებულია და ეს ძალიან დიდი უსამართლობაა. 
ამის შესახებ მერკელმა თსუ-ს ერთ-ერთი სტუდენტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. სტუდენტმა მერკელს ჰკითხა, რომ, მართალია, გუშინ მან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას უწოდა "დიდი უსამართლობა", მაგრამ არც ერთხელ სიტყვა "ოკუპაცია" მას არ უხსენებია. 

"მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია. ეს არის ოკუპირებული ტერიტორია. ჩემი პასუხი არის ის, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ეს რჩება უდიდეს და უხეშ უსამართლობად.
გუშინ მე ვსაუბრობდი უკრაინულ საზღვრებზე და აპრიორი მოიაზრება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი" -განაცხადა გერმანიის კანცლერმა.