გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოციალურ ქსელში ფოტოს განთავსების შემდეგ ტყის კატაზე მონადირე დააჯარიმეს

1-12-2017

სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, სადაც მოქალაქე მოკლულ ტყის კატასთან ერთადაა ასახული, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააჯარიმეს. მასალები კი, მცხეთის სასამართლოს გადასცეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს. პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, პირის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შედგა.

,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ცხოველთა სამყაროს კონტროლის განყოფილების ინსპექტორები დაუკავშირდნენ ფოტოზე ასახულ პირს და ჩამოართვეს ახსნა-განმარტება. მოქალაქის განმარტებით, მან, მონადირე ძაღლის მეშვეობით, ბაზალეთის ტბის მიმდებარედ, ტყეში, მოინადირა ტყის კატა (Felis silvestris) და ამ ამბის ამსახველი ფოტო ფეისბუქის პირად გვერდზე განათავსა." - აღნიშნულია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ნადირობის წესების დარღვევის ფაქტზე, მოქალაქის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი ასკ 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით. (ნადირობის წესების დარღვევა ნადირობის ობიექტებისათვის მიკუთვნებულ სახეობებზე ნადირობისას –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.)

გარდა ამისა, დაანგარიშდა ასევე ერთი ერთეული ტყის კატის სახეობის ცხოველის უკანონოდ მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანიც.


წყარო: საინფორმაციო ცენტრი "შიდა ქართლი"