გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საბჭოთა გორში უქმროები, უცოლოები, ქვრივები და გაშორებულები გადასახადს იხდიდნენ

24-08-2018

1975 წლიდან 1985 წლამდე, გორსა და გორის რაიონში მცხოვრები უქმრო, უცოლო, გაშორებული და ქვრივი მოქალაქეები, ამავე სტატუსის გამო, გადასახადებს იხდიდნენ. თანხა რაიონის ბიუჯეტში რჩებოდა.

ამ ტიპის გადასახადის ჯამური შემოსავალი ყოველწლიურად იზრდებოდა. მაგალითად, 1974 წელს, უქმრო-უცოლო-გაშორებული-ქვრივების მიერ გადახდილი თანხა 134 200 მანეთს შეადგენდა. 1985 წელს რაოდენობამ უკვე 207 400 მანეთს მიაღწია.

1985 წელს ქალაქ გორის ბიუჯეტი 11 მლნ 274 ათასი მანეთი იყო. რაიონისა კი, - 12 მლნ 862 ათასი მანეთი.


სტატისტიკა რაოდენობის მიხედვით


1979 წელს ქალაქ გორში 54 977 ადამიანი ცხოვრობდა. აქედან, მამაკაცი იყო 17 181, ხოლო ქალი - 21 903


მამაკაცი:


ქორწინებაში მყოფი - 12326
არასოდეს ყოფილა ქორწინებაში 4333 კაცი
გაშორებული - 158
ქვრივი - 304

ქალი:


ქორწინებაში მყოფი - 12 879 ქალი
არასოდეს ყოფილა ქორწინებაში - 4994 ქალი
ქვრივი - 2798 ქალი
გაშორებული - 1154

საბჭოთა სტატისტიკის მიხედვით, 1979 წელს, ქალაქ გორში, უქმრო, უცოლო, გაშორებული და ქვრივი 4333 მამაკაცი და 4995 ქალი ცხოვრობდა. ისინი, ძირითადად, 16-წლის ზევით ასაკის იყვნენ.



დასაქმებული და სხვის კმაყოფაზე მყოფნი


ამავე სტატისტიკის მიხედვით, 1979 წელს, ქალაქ გორში დასაქმებული იყო 29 845 მოქალაქე, ხოლო სხვა პირების კმაყოფაზე 19 326 ადამიანი ცხოვრობდა. ეს რაოდენობა ემთხვევა 0-დან 19 წლამდე ასაკის თაობას. 

უმაღლესდამთავრებული იყო 6263 მოქალაქე.



მონაცემები 1988 წელს გამოცემულ სტატისტიკის გორის განყოფილების მიერ, სამსახურებრივი სარგებლობისთვის გამოცემულ კრებულში ,,ქალაქი გორი და გორის რაიონი" არის დაცული.

კრებული დამუშავებულია და შედგენილია ე. მეშვილდიშვილის მიერ.

დამუშავებაში მონაწილეობა მიიღეს განყოფილების თანამშრომლებმა: ე. მაზმიშვილმა, ლ. გუჩმაზაშვილმა, აგრეთვე, მ. მაზმიშვილმა და თ. ლალებაშვილმა

"შიდა ქართლი"