გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვლადიმერ პუტინი - აფხაზეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში თანამშრომლობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ

24-08-2018

რუსეთი და აფხაზეთი რესპუბლიკაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში თანამშრომლობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომელმაც დღეს კრემლში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მიიღო.

„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ აფხაზეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში თანამშრომლობას. ეს ეხება თანამშრომლობას როგორც შეიარაღებული ძალების, ასევე სასაზღვრო სამსახურების ხაზით. ჩემი აზრით, მიმდინარეობს გამართული და საკმაოდ ეფექტური მუშაობა“, - განაცხადა პუტინმა.

"ინტერპრესნიუსი"