« მაი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
24-08-2018
20 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ფრანგული სანომრე ნიშნით საქართველოს მოქალაქის რ.ტ.-ს სახელზე შემოსული, მცირე სატვირთო ავტომანქანის დათვალიერებისას, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებები, ასევე ალკოჰოლური სასმელები, მეორადი ტანსაცმელი აღმოაჩინეს. ტვირთის საბაჟო ღირებულებამ 13154,4 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 13154,4 ლარის ოდენობით.