გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

აღმოაჩინე საქართველო m&i-სთან ერთად- გლობალური ფორუმის მონაწილეებისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიღება გამართა

7-07-2023

გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და  სხვა ქვეყნების 60-მდე საერთაშორისო გაყიდვების კომპანიის წარმომადგენელი ქართულ კულტურასა და  კულინარიას გაეცნო. სპეციალური მიღება m&i-ის ფორუმის მონაწილეებისათვის საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოაწყო.


საქმიანი ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფორუმი თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით  ტარდება. ფორუმის ფარგლებში გაიმართება საქმიანი შეხვედრები ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან.


m&i-ის ფორუმის დამკვეთები სამიზნე ბაზრებზე მოღვაწე მაღალი გაყიდვების მქონე კომპანიებს წარმოადგენენ, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ღონისძიებების დამკვეთ კლიენტებთან, შემდგომში ღონისძიების ორგანიზებისთვის სხვადასხვა ქვეყნისა თუ დანიშნულების ადგილის შეთავაზების მიზნით.


ფორუმის მიზანია  საქართველოში მსხვილი  საერთაშორისო კონფერენციების,  ფორუმების, კონგრესების ჩატარება.