გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში იტალიელი ექსპერტები იმყოფებოდნენ

9-07-2023

პროექტის „გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში იტალიელი ექსპერტების ვიზიტი გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 


სტუმრებმა თბილისის ლაბორატორიის სურსათის კვლევისა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტები დაათვალიერეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.


ლაბორატორიის სპეციალისტებმა ექსპერტებს თევზის და თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებებით ლაბორატორიაში დანერგილი კვლევები გააცნეს. მხარეებმა აკვაკულტურის დიაგნოსტიკაში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სამომავლო გეგმები განიხილეს.


აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს ექსპერტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.