გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

m&i-ის ფორუმის მონაწილე ირმა კოდუა: ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საქმიანი ტურიზმის განვითარებისთვის

10-07-2023

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულm&i გლობალურ საერთაშორისო ფორუმში ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ უცხოელ კოლეგებთან. საქმიანი ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ფორუმის მნიშვნელობაზე საუბრობსGrata DMC-ის დამფუძნებელიწარმომადგენელი ირმა კოდუა.


„ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტურიზმის განვითარებისთვის. აქ ჩამოსულ საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს აინტერესებთ განსაკუთრებული ადგილები და განსაკუთრებული პროდუქტები,  რომლებიც შეუძლიათ თავიანთ კორპორაციულ ტურისტებს შესთავაზონ, რომელიც მაღალმხარჯვეუნარიანები არიან.  საქმიანი ტურიზმის განვითარებისთვის ამ ტიპის ღონისძიების ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მონაწილეებიუშუალოდ ეცნობიან ჩვენს ტურისტულ პოტენციალს, იღებენ გამოცდილებას და საქართველოს  მიმართულებას უფრო კარგად შესთავაზებენ თავიანთმომხმარებელს“,-აცხადებს ფორუმის მოწილე ირმა კოდუა. 

 

საქმიანი ტურიზმის სფეროში მასშტაბური ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა.

ფორუმის მიზანია  საქართველოშიმსხვილი  საერთაშორისო კონფერენციების,  კონგრესებისა და სხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარება.