გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თბილისში ქუჩასა და სკვერს ომის გმირების- გიორგი ქარაიასა და შმაგი სოფრომაძის სახელი მიენიჭება

26-08-2018

მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, ქ. თბილისის საკრებულოში, სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საჯარო განხილვა გაიმართა, რომელშიც კომისიის წევრების გარდა, დაინტერესებული მხარეები და ცნობილი მეცნიერები მონაწილეობდნენ.
კომისიამ სულ სახელდების 25 საკითხი განიხილა. კომისიის სხდომაზე დადგინდა:
ჩუღურეთის რაიონში, ერთ-ერთ უსახელო სკვერს, 2004 წელს, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო ოპერაციებში, გმირულად დაღუპული გიორგი ქარაიას სახელი მიენიჭება. საკითხი საკრებულოში ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რიმა ბერაძემ წარადგინა. ასევე, ისნის რაიონში, ე.წ. სამხედრო ქალაქში მდებარე უსახელო ქუჩას და შესახვევებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული უშანგი(შმაგი) სოფრომაძის სახელი ეწოდება.
როგორც ამ რამდენიმე დღის წინ ქალბატონმა თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა: ‘’ შმაგი სოფრომაძის სახელობის ქუჩა, გიორგი ანწუხელიძის ქუჩის მიმდებარედ იქნება, რაც სიმბოლურია.’’
შეგახსენებთ, სამშობლოს წინაშე მისი დამსახურებისა და სახელის უკვდავსაყოფად, თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის შმაგი სოფრომაძის სახელის მინიჭების შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაცია ’’მებრძოლ პატრიოტთა კავშირის’’ თხოვნის საფუძველზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, ქ. თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარეს, მიმდინარე წლის 29 ივნისს, N 00013605 შუამდგომლობით მიმართა.