გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გურამ მაჭარაშვილი: NATO-სა და ევროკავშირისავე შეფასებებით, საქართველო უკვე თავსებადია ამ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც უნდა მიიღონ, მხოლოდ მათი გადასაწყვეტია

10-07-2023

„ევროკავშირისა და NATO-ს ინტეგრაციისთვის საქართველომ მრავალი წლის წინ შეასრულა მათი პირობები და საქართველო თავსებადია NATO-სა და ევროკავშირის სტანდარტებთან“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო თავსებადია NATO-ს სტანდარტებთან, მაგრამ ახლა საჭიროა, ევროკავშირმა და NATO-მ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ.

 

„თეორიულ, თუ პრაქტიკულ ნაწილში ყველაფერი შესრულებულია და საქართველო თავსებადია NATO-ს სტანდარტებთან, მაგრამ რამდენჯერაც მივედით ღია კარის პოლიტიკაში, ჩვენ თვალწინ დაიხურა ეს კარი. ამიტომ ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, NATO-სა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას არ აქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული. ეს მხოლოდ მათზეა დამოკიდებული.

 

ევროკავშირისა და NATO-ს ინტეგრაციისთვის საქართველომ მრავალი წლის წინ შეასრულა მათი პირობები და საქართველო თავსებადია NATO-სა და ევროკავშირის სტანდარტებთან. საქართველო ყველა ასეთ საერთაშორისო პლატფორმაზე წარდგება, როგორც წარჩინებული სახელმწიფო და მე იმედი მაქვს, რომ, როგორც მინიმუმ, კიდევ ერთხელ დაინახავენ საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები, ამ შემთხვევაში NATO-ს ხელმძღვანელობა, რომ საქართველო ყველა მიმართულებით არის დაწინაურებული. NATO-სა და ევროკავშირისავე შეფასებებით, საქართველო უკვე თავსებადია ამ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც უნდა მიიღონ, მხოლოდ მათი გადასაწყვეტია“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.