გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნინო ფოჩხუა გიორგი ბაჩიაშვილს: ასე როგორ უნდა მოექცე ადამიანს, რომელმაც სრულიად გამოუცდელი, ახლად უმაღლეს დამთავრებული, შვილივით მიგიღო, გვერდში დაგიყენა, დიდი ნდობა გამოგიცხადა და უსერიოზულესი საქმე ჩაგაბარა

10-07-2023

ასე როგორ უნდა მოექცე ადამიანს, რომელმაც სრულიად გამოუცდელი, უმაღლეს ახლადდამთავრებული, შვილივით მიგიღო, გვერდში დაგიყენა, დიდი ნდობა გამოგიცხადა და უსერიოზულესი საქმე ჩაგაბარა - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, ბაჩიაშვილი წლების მანძილზე ითვლებოდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირად და აბსურდულია იმის მტკიცება, რომ ბრალდებული მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნება.

 

„დავიჯერო ამ ქვეყანაზე არც შუბლია, არც ძარღვი, არც ღმერთი და არც ხატი? ყველაფერი ხომ არ უნდა იკადრო ადამიანმა... სადაც ჭამ, იქ როგორ უნდა მოისაქმო... საჭმელს რომ შეჭამს, ეტყობა მარტო ღორი არ ატრიალებს გობს, ქათამმა წყალი დალია და მადლობის ნიშნად, ღმერთს ცაში ახედაო...

 

ასე როგორ უნდა მოექცე ადამიანს, რომელმაც სრულიად გამოუცდელი, უმაღლეს ახლადდამთავრებული, შვილივით მიგიღო, გვერდში დაგიყენა, დიდი ნდობა გამოგიცხადა და უსერიოზულესი საქმე ჩაგაბარა. 13 წელი იყო დასაქმებული ბაჩიაშვილი ივანიშვილის კუთვნილ სტრუქტურებში და ითვლებოდა მასთან დაახლოებულ პირად.

 

იმის ძახილი, რომ ბაჩიაშვილი პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნება, უკიდურესად აბსურდულია. აი ისეთი, 4 წლის ბავშვსაც რომ ვერ მოატყუებ ისეთი. ამ აქცენტით კი მისი სისხლის სამართლის საქმის წარმოება ძირშივე წარუმატებელია. მაგრამ როცა სხვა არგუმენტი არა გაქვს, პოლიტიკოსობას ან მედიამენეჯერობას უნდა მიაწვე... თუმცა, ახალგაზრდა კაცი სადაც ამდენს იკადრებს, მისგან არც არაფერია გასაკვირი...“ - წერს ნინო ფოჩხუა.