გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შავ ზღვაზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა

26-08-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის - "CARNEY"-ის მეზღვაურებმა შავ ზღვაზე ერთობლივი წვრთნები და სახომალდე სწავლებები ჩაატარეს.

სანაპირო დაცვის 3 საპატრულო კატარღისა და ამერიკული ხომალდის მონაწილეობით, ღია ზღვაში, ერთობლივი საზღვაო მანევრები და სააბორდაჟო წვრთნები გაიმართა, რომლებიც დამრღვევი გემის შეჩერება-დაკავებას და ხომალდზე მყოფი პირების შემოწმებას მოიცავდა. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ამერიკული ხომალდის ბორტზე პირველადი დახმარების აღმოჩენის კურსიც ჩაუტარდათ.

ერთობლივი წვრთნები აშშ-ს და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებების ურთიერთმოქმედების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

საქართველოში აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის - "ჩAღNEY"-ის ვიზიტის მიზანი იყო შავ ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციების განხორციელება, რეგიონში მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერა, საზღვაო კომპონენტებთან მათი თავსებადობის ამაღლება და საქართველო-ამერიკის საზღვაო თანამშრომლობის გაძლიერება.