გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

11-07-2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ავსტრიელ კოლეგას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. ლელა ჩიქოვანმა არნოლდ კამელს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების მიმართ, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა.


საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების რთულ გარემოსა და მზარდ საფრთხეებს. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციას, ძალისხმევასა და იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერებას ითვალისწინებს.


საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არნოლდ კამელი თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების სკოლაში (DIBS) „თავდაცვის უმაღლესი კურსის“ გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ავსტრიის თავდაცვის სამინისტროს გენერალური მდივანი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრა და ცენტრის მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.