გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გიორგი მიშელაძე მარტვილში კოოპერაციული საწარმოს საქმიანობას გაეცნო

26-08-2018

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივ „ახალი პროდუქტის“ საქმიანობას გაეცნო. კოოპერაციული  საწარმო   „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში  მოქმედებს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ახალი პროდუქტი“ მარტვილის მუნიციპალიტეტის 5  სოფლიდან (ლეხაინდრაო ნაჯახაო  ონოღია , ვედიდკარი, ბანძა) 62 ადგილობრივ ფერმერს აერთიანებს. მათ საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა 475 სულს შეადგენს.  

 „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში    სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცა   რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და  ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები.

„კოოპერაციული საწარმოში დღიურად 1,5ტონა რძეს გადავამუშავებთ. ვამზადებთ სულგუნსა და იმერულ ყველს, ვგეგმავთ  წარმოების გაფართოებას  და ახალი პროდუქტების დამატებას.“ აცხადებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ახალი პროდუქტის“ დირექტორი მიხეილ კორთხონჯია.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ახალი პროდუქტი“  ასევე  ჩართულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო (ENPARD)  პროგრამაში.

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაგემილია მიმდინარე წელს  საქართველოს 8 რეგიონში, სხვადასხვა სიმძლავრის  13 კოოპერაციული  საწარმო  აშენება.

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ-გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოების  შექმნის სტიმულირება.