გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რქოსანი პირუტყვის ქურდობის ბრალდებით წყალტუბოში ერთი პირი დააკავეს

26-08-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი. გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში ორი ოჯახის კუთვნილი 4 რქოსანი პირუტყვი მოიპარა და მიიმალა. სამართალდამცველებმა მოპარული საქონელი იპოვეს და პატრონებს დაუბრუნეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

kutaisitoday.com