გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მარნეულის მუნიციპალიტეტში ხორბლის ჩაბარების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

12-07-2023

ქართული ხორბლის მოსავლისაღება-დაბინავების პროცესი აქტიურ ფაზაში შედის. წისქვილკომბინატები  მეხორბლეფერმერებისგან ათასობით ტონა ხორბალს იბარებენ.


მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედ შპს „აგროსისტემებს“ ხორბლის ჩასაბარებლად ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების მეხორბლეებმა მიმართეს. როგორც „აგროსისტემების“ დირექტორი რენა ბაბაევა აცხადებს, პროცესის წარმატებასხელი აქტიურად შეუწყო იმ ფაქტმა, რომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო საფასური დაწესდა. ადგილობრივი წისქვილკომბინატები ამუშავდნენ და ხორბლის დაბინავება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.


 „წელს ხორბლის კარგი მოსავალია. წისქვილები ნელ-ნელა  ამუშავდა და უკვე ჩაბარებაც დაწყებულია. ძალიან დაგვეხმარა მთავრობის გადაწყვეტილება - საიმპორტო საფასურის დაწესება. დაგვიკავშირდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან: ბოლნისიდან, დმანისიდან, თეთრიწყაროდან, სადახლოდან; ხორბალს ვიბარებთ კახეთის რეგიონის მეხორბლეებისგანაც.  პროცესი აღდგა და ვფიქრობ, უკეთესი შედეგი გვექნება. თუ ასეთი ტემპით იმუშავებს წისქვილკომბინატები, მეხორბლეები კმაყოფილები იქნებიან“, - განაცხადა „აგროსისტემების“ დირექტორმა რენა ბაბაევამ.