1-12-2017
1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. სამოქალაქო სექტორმა ეს დღე სკოლებში სხვადასხვა აქტივობით აღნიშნა. 2017 წლის 11 თვის მონაცემებით,
საქართველოში აივ ინფექციის 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული 7 000–მდე ინფიცირებულიდან, უმეტესობა მამაკაცია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით, 1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის დღედ არის აღიარებული და 1988 წლიდან სისტემატურად აღინიშნება. კამპანიის მიზანია მსოფლიო ახალგაზრდების მობილიზება, სათანადოდ მომზადება და ჩართვა შიდსის ეპიდემიის საპროფილაქტიკო ღონისძიებების განხორციელებაში.
წყარო: "მეცხრე არხი"