გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა

13-07-2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ იაპონიის ელჩთან იშიძუკა ჰიდეკთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას 

უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ იშიძუკა ჰიდეკის საქართველოში იაპონიის ელჩად დანიშვნა მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


მინისტრმა იაპონიის მხარეს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და იაპონიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს.


ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო პროგრამებში და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე.


აღინიშნა საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იაპონიის მხარის ფინანსური კონტრიბუცია. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.