გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბათუმში ცეცხლასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს

26-08-2018

ბათუმში, მელაშვილის ქუჩაზე, ახალგაზრდა  მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში დაჭრეს.  შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმის განმარტებით, პაციენტი ოპერაციის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამ ეტაპისათვის საფრთხე არ ემუქრება.  

„პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, ახლა კი  პოსტოპერაციულად მკურნალობას რეანიმაციულ გაყოფილებაში  განაგრძობს. პაციენტის მდგომარეობა  მიღებულ ტრამვასა და გადატანილი ოპერაციის მოცულობასა და ვადებს შეესაბამება“-განაცხადა ექიმმა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.