გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე საქართველო სომხეთ შორის მიმოსვლის გამარტივებაზე: ჩვენი ამოცანაა ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და ეს აქეთკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია

14-07-2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოსა და სომხეთს შორის ბიომეტრიული პირადობის მოწმობის გამოყენებით საზღვრის კვეთას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მისასალმებელი და წინ გადადგმული ნაბიჯია.

 

„ეს ძალიან კარგია. ჩვენი ამოცანა არის ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება, მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობების მეტად განვითარება და ეს ნაბიჯი აქეთკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია. რა თქმა უნდა, მთლიანად მისასალმებელია ეს ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.