გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: დავინტერესდით გურიაში არსებული ვითარებით და ჩვენი აქტივის წევრების მოსაზრებები მოვისმინეთ

26-08-2018

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში პარტიული საკითხების გაცნობისთვის აქტიური შეხვედრები მიმდინარეობს. 

ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა გურიაში პარტიის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

"შეხვედრები ტარდება იმისათვის, რომ გავერკვეთ პარტიულ საკითხებში როგორი მდგომარეობაა თითოეულ მუნიციპალიტეტში, ვხვდებით საკრებულოების წევრებს, ასევე მერებს, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეებს. ეს არის ძირითადი მიზანი ამ შეხვედრების. აქაც, გურიაში გვქონდა საუბარი იმ ვითარებაზე, რაც არის ჩამოყალიბებული ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში. დავინტერესდით არსებული ვითარებით და მოვისმინეთ ჩვენი აქტივის წევრების მოსაზრებები",- განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გურიაში პარტიის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი საპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხო.

" ჩვენ გვქონდა საუბარი არჩევნებთან დაკავშირებითაც. ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ გავაცანით ჩვენი პარტიის წევრებს, რატომ მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ჩვენ ჩვენი კანდიდატით არ წარვდგებით ამ საპრეზიდენტო არჩვენებში. ამაზე გვქონდა საუბარი ჩვენ აქტივთან და გარდა ამისა, გვქონდა საუბარო რა ფორმით ჩაერთვება პარტია ამ საპრეზიდენტო არჩევნებში", -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიულ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება. "გვქონდა პირველი სერია შეხვედრების აჭარის რეგიონში, ახლა მეორე - გურიის რეგიონში, საიდანაც გადავინაცვლებთ სამეგრელოში",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.