გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს სწორი, პრაგმატული პოლიტიკა და სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველო მაქსიმუმს ახერხებს იმ ურთულეს ვითარებაში, რომელიც არის შექმნილი ჩვენს გარშემო

14-07-2023

„ჩვენ მივყვებით ჩვენ პოლიტიკას. ყველა მხრიდან გვაქვს უამრავი სირთულე, ეს ასეა, მაგრამ იცით, რომ ჩვენ გვაქვს სწორი, პრაგმატული პოლიტიკა და მივყვებით თავიდან ბოლომდე ამ პოლიტიკას“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ მიუხედავად სერიოზული გამოწვევებისა საქართველოს ხელისუფლება ახერხებს ამ გამოწვევებთან სათანადოდ გამკლავებას.

 

„ჩვენ მივყვებით ჩვენ პოლიტიკას. ყველა მხრიდან გვაქვს უამრავი სირთულე, ეს ასეა, მაგრამ იცით, რომ ჩვენ გვაქვს სწორი, პრაგმატული პოლიტიკა და მივყვებით თავიდან ბოლომდე ამ პოლიტიკას და სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველო მაქსიმუმს ახერხებს იმ ურთულეს ვითარებაში, რომელიც არის შექმნილი ჩვენს გარშემო. რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული გამოწვევები არის, თუმცა, ჩვენ ვახერხებთ ამ გამოწვევებთან სათანადოდ გამკლავებას. დღემდე ასეა და ასე იქნება მომავალშიც“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.