გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის კიბერსარდლობის ეროვნული მისიის კიბერძალების მეთაურს უმასპინძლეს

14-07-2023

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა აშშ-ის კიბერსარდლობის ეროვნული მისიის კიბერძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ უილიამ ჰარტმანს უმასპინძლეს.


სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ლუკა მგელაძე დაესწრნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ტექნოლოგიურ ეპოქაში გაზრდილი ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ, კიბერუსაფრთხოების გაძლიერების საკითხებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს კიბერთავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესში.


დავით სუჯაშვილმა სტუმარს გააცნო თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი კიბერ რეფორმები და ხაზი გაუსვა პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას.


პირველმა მოადგილემ დასასრულისათვის ამერიკულ მხარეს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გაწეული და დაგეგმილი მხარდაჭერისათვის, რომელიც მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების ბიუროს შესაძლებლობების განვითარებას და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას.