გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ჯერ „გირჩმა“ დაიწყო მავნებლობა, შემდეგ პრეზიდენტიც აჰყვა და ოპოზიციაში მოკალათებულმა აგენტურამაც დაიწყო ლაპარაკი, რომ ვეტოს დაძლევის დროს რამდენიმე დეპუტატი არ იყო ადგილზეო - დიმიტრი სამხარაძე

14-07-2023

„ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის თანახმად ვეტოს დაძლევის დროს რამდენიმე დეპუტატი პარლამენტში არ იმყოფებოდა.


სამხარაძის თქმით, 77 დეპუტატი ადგილზე იყო. ამის დასადასტურებლად დიმიტრი სამხარაძე პირდაპირი ეთერის ვიდეოკადრიდან სქრინს აზიარებს.

„ჯერ „გირჩმა“ დაიწყო მავნებლობა, შემდეგ სამწუხაროდ პრეზიდენტიც აჰყვა და ოპოზიციაში მოკალათებულმა აგენტურამაც დაიწყო ლაპარაკი, რომ ვეტოს დაძლევის დროს რამდენიმე დეპუტატი საერთოდ არ იყო ადგილზეო.


ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარემ პროცედურაზე აუხსნა ყველას, რომ ვეტოს დაძლევაზე თუ ხალხის რაოდენობაში ეჭვი შეეპარებოდა ვინმეს, ეგ პრეტენზია ერთ დეპუტატს კი არა, დეპუტატთა ჯგუფს უნდა დაეყენებინა და მაგას აქვს თავისი ფორმა, რაც ოპოზიციამ ვერ ან არ დაიცვა. შესაბამისად, ვეტო დაძლეულია.


მიუხედავად ამისა, მაგალითისთვის, მაინც ამოვიღე ვიდეოკადრები (სხვათა შორის იმ დღის სტრიმიდან, ბევრი ძიება არ სჭირდებოდა და სხვებსაც მარტივად შეეძლოთ ნახვა), სადაც იმ დეპუტატების ადგილზე ყოფნა დასტურდება, რომლებზეც ასე ხელაღებით საუბრობენ, რომ არ მიუღიათ კენჭისყრაში მონაწილეობა.


მათ შორის ვარ მეც! საერთოდ არ ყოფილან შენობაშიო, კვირაზე მეტია ხალხს ატყუებენ! მოკლედ, 77 დეპუტატი ადგილზე იყო, ერთზე არც დაგვიმალავს ბარათის გამოყენება!“, - წერს დიმიტრი სამხარაძე.