გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქვემო ქართლის რეგიონში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები დასრულდა

15-07-2023

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები ქვემო ქართლის რეგიონში დასრულდა. რუსთავში, გარდაბანში, წალკაში, თეთრიწყაროში, ბოლნისში, მარნეულსა და დმანისში ჩატარებულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

  • „ქართული ოცნების“ დმანისის ორგანიზაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი უხელმძღვანელებს;
  • ბოლნისის ორგანიზაციას - ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი;
  • მარნეულის ორგანიზაციას - მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე;
  • წალკის ორგანიზაციას - წალკის მუნიციპალიტეტის მერი, ილია საბაძე;
  • თეთრიწყაროს ორგანიზაციას - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური;
  • რუსთავის ორგანიზაციას - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, ნინო ლაცაბიძე;
  • გარდაბნის ორგანიზაციას - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი.

"ქართული ოცნების" პარტიული კონფერენციები უკვე ჩატარდა თბილისში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში.