გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დავით ქართველიშვილი: ჯონ ლენონის მაგალითზე, პოლონელმა ექიმმაც იფიქრა - სააკაშვილის განავალსაც იქნება დაედოს ადრე თუ გვიან რამე ნორმალური ფასიო

15-07-2023

"ხალხის ხალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება მიხეილ სააკაშვილისგან გამოსული პოლონელი ექიმის მიერ სააკააშვილის ბიოლოგიური მასალის კლინიკიდან ფეხსაცმლით გამოტანის მცდელობის ფაქტს.


ქართველიშვილი სოცქსელში ყვება ისტორიას, როგორ გადააღებინა ვლადიმერ პუტინს კანადელმა ფოტორეპორტიორმა სურათი და შემდეგ საკმაოდ ძვირად გაყიდა ეს ფოტო.


"ჯონ ლენონის საცვლებისა თუ წინდების სხვადასხვა აუქციონებზე დღემდე კოლოსალურ თანხებად გაყიდვების შემხედვარე პოლონელმა ექიმმაც ლოგიკურად იფიქრა - სააკაშვილის განავალსაც იქნება დაედოს ადრე თუ გვიან რამე ნორმალური ფასი. თანაც, რატომ "გვიან", ყოველდღე კვდებაო, იძახიან და რა იცი...რა იცი... 2004 წელს მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა კანადის იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი პოლ მარტინი.


პუტინთან ერთად "წითელ ხალიჩაზე" გავლისას, დერეფნის ორივე მხარეს უამრავი ადამიანი ესალმებოდა ორი ქვეყნის ლიდერს. მათ შორის იყო ერთი ახალგაზრდა გოგონა, კანადელი ფოტოჟურნალისტი. როდესაც პუტინი მას გვერდს უვლიდა, გოგონამ ყველანაირად სცადა მისი ყურადღების მიქცევა შეძახილებით: "მსიე პუტინ! მსიე პუტინ!" ისიც გაუჩერდა და ჟესტებით ჰკითხა, რა გინდაო, სურათი გადავიღოთო? გოგონამ ჟესტითვე უპასუხა - არაო, თქვენ გადამიღეთ სურათი და მას ფოტოაპარატი მიაწოდა. პირადი დაცვის პროტესტის მიუხედავად, პუტინი იმდენად გააოცა ამ უჩვეულო თხოვნამ, რომ მან "მიაკარტოჩკა" გოგონა. რამოდენიმე წელიწადში, კანადის ერთ-ერთ აუქციონზე გოგონას ეს ფოტოსურათი გაიყიდა 35 ათას დოლარად მინაწერით: "ფოტოგრაფი - ვლადიმერ პუტინი" - წერს დავით ქართველიშვილი.