გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კახა კაკაბაძე RMG-ის მიერ გატარებულ გარემოსდაცვითი ღონისძიებების პრეზენტაციას დაესწრო

15-07-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ შეხვედრას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე RMG-ის წარმომადგენლებმა გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია და გარემოსდაცვითი სამომავლო პროექტების შესახებ ინფორმაცია წარადგინეს. 


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2023 წლის მდგომარეობით, კომპანიას შესრულებული აქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2017-2018 წლებში გაცემული მიწერილობის ყველა პირობა.


„აღნიშნულ საკითხზე სამინისტრო ყველა შესაბამის მხარესთან აქტიურად თანამშრომლობს, შესაბამისად, გარკვეული შედეგებიც გვაქვს. მადლობას ვუხდი სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის უწყებებს, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს, „საყდრისის კომიტეტს“, ადგილობრივ ხელისუფლებას და კომპანიის წარმომადგენლებს ერთობლივი შედეგიანი თანამშრომლობისთვის. მსგავსი თანამშრომლობა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, რათა კომპანიას მუშაობის პროცესში გარემოს მინიმალური ზიანი მიადგეს“, - აღნიშნა კახა კაკაბაძემ.


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, პროგრესი, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში RMG-ის მუშაობასთან არის დაკავშირებული, თვალსაჩინოა. იმედია, მომავალში ყველა კომპანია გაიაზრებს, რომ მნიშვნელოვანია წინასწარი ინვესტიციები, რათა გარემოს ნაკლები ზიანი მიადგეს.


ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითმა რეფორმამ რეგიონში ბევრი რამ შეცვალა სასიკეთოდ.

სამინისტროს მიწერილობის საფუძველზე განსახორციელებელი გარემოსდაცვითი ღონისძიებების ნუსხა არაერთ ღონისძიებას აერთიანებდა, რაც წყლის, ნიადაგისა და ჰაერის დაცვას ითვალისწინებს. კომპანიამ 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ღონისძიებები განახორციელა, მათ შორის, საწარმოში წარმოქმნილი წყლების შეგროვება-მართვა, გამწმენდი ნაგენობების მოწყობა-ექსპლუატაცია, სარეკულტივაციო სამუშაოები, მტვრისა და მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირების ღონისძიებები. სამომავლოდ დაგეგმილია სამსხვრევ უბნებზე წყლის გამშხეფი სისტემებისა და აირმტვერდამჭერი მოწყობილობების დამატება, სანერგე მეურნეობის გაფართოება და ტყის გაშენების დამატებითი ღონისძიებები.


პარლამენტში გამართულ შეხვედრას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მაია ბერაძე ესწრებოდნენ.