15-07-2023
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესის სასოფლო ამბულატორიაში, „თბილისის გულის ცენტრის“ მიერ კარდიოლოგიური პროფილის დაავადებების მქონე პირთა უფასო სამედიცინო მომსახურების აქციის მიმდინარეობას, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილზე გაეცნენ.
სოფელ დოესის, გრაკალის, თელიანის და სასირეთის კარდიოლოგიური პროფილის პაციენტებს უფასო კონსულტაციები და გამოკვლევები კლინიკის დირექტორმა პროფესორმა, კარდიოლოგმა - არჩილ ჩუხრუკიძემ, ექიმებმა: გიორგი როგავამ, დავით ლაგვილავამ, ანა კერესელიძემ, ლაშა ქიქავამ, მედდებმა მადონა ახალაშვილმა, მარიამ ლომიძემ და ცოტნე გიორგაძემ ჩაუტარეს.
ვახტანგ მაისურაძის განცხადებით „თბილისის გულის ცენტრისა“ და კასპის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობა წლებია გრძელდება. „მუნიციპალიტეტის მოქალაქეების ჯანმრთელობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია - დღევანდელი აქციის მიზანიც ეს არის - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.
აქცია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ჩვენი თანაქალაქელის, „თბილისის გულის ცენტრის“ ადმინისტრაციული დირექტორის ზურაბ ნიპარიშვილის ინიციატივით გაიმართა.