გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გიორგი სააკაძის მშობლიურ სოფელ ნოსტეში ქართულ ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

16-07-2023

დიდი მხედართმთავრის, ქართლის მოურავის გიორგი სააკაძის მშობლიურ სოფელ ნოსტეში ქართულ ჭიდაობაში, საქართველოს მასშტაბით გუნდური ჩემპიონატი გაიმართა.

 

ჩემპიონატი მიეძღვნა ქართლის მოურავის გიორგი სააკაძის უკვდავ სახელს, რომელიც მისი საგვარეულო ნამოსახლარის - კოშკის მიმდებარედ ჩატარდა.

ჩემპიონატში მონაწილეობდნენ 2004-2006 წლებში დაბადებული სპორტსმენები.

 

პირველ ადგილი საგარეჯოელმა, მეორე ადგილი გორის და მესამე ადგილი „გორიჯვარის“ მოჭიდავეებმა მოიპოვეს.

 

გამარჯვებულ გუნდებს ჯილდოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და ქართული ეროვნული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გელა ბერუაშვილმა გადასცა.

 

ღონისძიება კულტურის ცენტრთან არსებულმა მამაკაცთა გუნდმა „მოურავმა“ და ხალხურ საკრავთა ანსამბლმა „თხოთმა“ გახსნა.

 

კავთურისხეობელმა მხედრებმა კი მხედართმთავრის დროინდელი ეპოქა გააცოცხლეს.

ტურნირს ესწრებოდნენ ცნობილი მოჭიდავეები, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის და სპორტის გაერთიანების ხელმძღვანელები.

 

ღონისძიება ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციასა და მის განვითარებას მიეძღვნა, რომელიც ამიერიდან ყოველწლიურად აღინიშნება.

 

ჩემპიონატი ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და კასპის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.