1-12-2017
იმერეთში პურის მწარმოებელ 11 საწარმოს ფუნქციონირება შეუჩერდა, ამის შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს "ნიუპრესზე" გასული მასალის პასუხად.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის 10 თვეში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ იმერეთის მასშტაბით 77 საწარმოს სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა. შემოწმების შემდეგ, 20 ბიზნეს ოპერატორი დაჯარიმდა, დაჯარიმებული 20 კომპანიიდან კი, 11-ში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, რის გამოც საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ასევე გამოვლენილი იყო ეტიკეტირებასთან დაკავშირებული პრობლემები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დამატებით 4 ნიმუში იქნა აღებული, რომელთაგანაც დარღვევა არცერთში აღმოჩენილა.
„სასურსათო კომპანიის ნაწარმში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქემ აუცილებლად უნდა დარეკოს ცელ ხაზზე, აცერთი ასეთი შემთხვევა შეუმოწმებელი არ დარჩება. სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახური აუცილებლად გავა შემთხვევის ადგილზე და მოქალაქის მიერ დასახელებულ საწარმოს აუცილებლად შეისწავლის“-განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერია 1501
შეუსაბამობა არსებობს პურის ტრანსპორტირების საკითხშიც.
წყარო: newpress