გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია აბაშიძე: რუსული "LUKOIL ჩრდილოეთ ამერიკა" 200+ ავტოგასამართი სადგურის მეშვეობით სთავაზობს სერვისების სპექტრს ნიუ-იორკის, ნიუ ჯერსის და პენსილვანიის შტატებში - საინტერესოა, დეგნანის ახლობლები თუ სარგებლობენ LUKOIL-ის სერვისებით?

17-07-2023

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რუსული კომპანია “ლუკოილის” მიერ აშშ-ის სხვადასხვა შტატში არსებული ავტოგასამართი სადგურების ფუნქციონირებას სოციალურ ქსელში აფასებს.

 

აბაშიძის თქმით, რუსული კომპანია აშშ-ის მოსახლეობას პროდუქტების და სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს. ამ ფონზე, ანალიტიკოსი ინტერესდება, სარგებლობენ თუ არა “ლუკოილის” მომსახურებით კელი დეგნანის ახლობლები.

 

“რუსული "LUKOIL ჩრდილოეთ ამერიკა" 200+ ავტოგასამართი სადგურის მეშვეობით სთავაზობს პროდუქტებისა და სერვისების ფართო სპექტრს ნიუ-იორკის, ნიუ ჯერსის და პენსილვანიის შტატებში. საინტერესოა, წარმავალი ფარისეველი ელჩი კელი დეგნანის ახლობლები და კოლეგები თუ სარგებლობენ LUKOIL-ის სერვისებით? იქ საწვავი და საცხებ-საპოხი პროდუქცია შედარებით იაფია, ვიდრე სხვა დასავლური კომპანიების საცალო ქსელებში...” - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.