გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ეკა სეფაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: მათი შეკრება ემსახურება მათ მიზანს, რომ მთავრობა შეიცვალოს რევოლუციური გზით, რადგან არჩევნების გზით, კანონიერად ხელისუფლების შეცვლის არავითარი რესურსი არ გააჩნიათ

18-07-2023

„განხილვის საგანი, რა თქმა უნდა, იყო მათ მიერ იმ ღონისძიებების შემუშავება, რომელიც ქართულ საზოგადოებაში შემოიტანდა არეულობას, შფოთსა და აგრესიას აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიცია აცნობიერებს, რომ კანონიერად ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ამიტომ ერთადერთი გზა დარჩა - რევოლუციის მოწყობა, ამისთვის კი ყველა ხერხს მიმართავს.

 

„განხილვის საგანი, რა თქმა უნდა, იყო მათ მიერ იმ ღონისძიებების შემუშავება, რომელიც ქართულ საზოგადოებაში შემოიტანდა არეულობას, შფოთსა და აგრესიას აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის წინააღმდეგ. ესსაბოლოო ჯამში ემსახურება მათ მიზანს, რომ მთავრობა შეიცვალოს რევოლუციური გზით, რადგან არჩევნების გზით, კანონიერად ხელისუფლების შეცვლის არავითარი რესურსი არ გააჩნიათ.

 

პოლონელი ექიმის ეს გაუგონარი საქციელი, რომელიც სცდება ყოველგვარ ეთიკას, რა თქმა უნდა, მოწმობს იმას, რომ მიშა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სპეკულაციების გაგრძელებას მომავალშიც აპირებდნენ. ასეთი ტიპის ქმედებები ჩვენ არ გვიკვირს იმის ფონზე, რომ მილიონ-ნახევარი დოლარი დაიხარჯა საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს იმიჯის შესალახად“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.