გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორის მერიამ ოჯახურ კომპანიას ჯერ ასფალტი დააგებინა, შემდეგ გადაათხრევინა

27-08-2018

ქალაქ გორში, ,,26 მაისის სანაპიროს" სახელობის ქუჩაზე ჯერ ასფალტი დააგეს, შემდეგ გადათხარეს. გასულ წელს ქუჩაზე შპს ,,იბოლიამ" იმუშავა. ამჟამად კი, ტენდერი კომპანია ,,შარამ" მოიგო.

კომპანია ,,იბოლია" გორის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის დაფუძნებული ორგანიზაციაა, შპს ,,შარას" კომპანიაც მისი ოჯახის წევრებისაა. კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი დეპუტატის მეუღლეა.

2017 წლის ივლისში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ ,,26 მაისის სანაპიროზე" ,,იბოლიამ" ტენდერი დაახლოებით 380 000 ლარად მოიგო. 2017 წლის 18 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მოედნის რეაბილიტაცია 2018 წლის 1 იანვრამდე დაასრულა.

2018 წლის ზაფხულში კი, მერიამ ახალი ტენდერი გამოაცხადა. გოგებაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ,,26 მაისის სანაპიროზე" საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების პროექტი დაუკავშირეს. ამჟამად, შარშან დაგებული ასფალტი გაჭრეს და ახალ საკანალიზაციო მილებს ამონტაჟებენ. ახალი პროექტის ღირებულება 1 მლნ 200 000 ლარია.

"შიდა ქართლი"