გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვეტერანების საქმეთა სამსახური 1941-44 წლებში ტყვეთა ბანაკში- ‘’დულაგი-100’’ დაღუპული ქართველების სიას აქვეყნებს

27-08-2018

 

მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, ვლადიმერ იმნაძის სახელზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტიდან წერილი მოვიდა, რომელიც მოიცავდა 1941-44 წლებში, რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ტყვეთა ბანაკში ‘’დულაგი-100’’ დაღუპული პირების შესახებ ინფორმაციას. 1067 სამხედრო მოსამსახურეთა შორის, 12 საქართველოს მოქალაქეა.

 

ვაქვეყნებთ დაღუპულთა სიას. შთამომავლობისთვის, ვფქირობთ, ეს სიები მნიშვნელოვანია წინაპართა საბოლოო განსასვენებლის დადგენისა და მათთვის პატივის მისაგებად.

 

 

 

  1. ათოშვილი ლეონ_ დაბადების თარიღი: 1907. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, გორის რაიონი. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში 23.03. 43. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58, აღწერა 977532, საქმე 110

 

  1. კალენჯან ნეშენ (ნეშან)_ დაბადების თარიღი: 1906, დაბადების ადგილი: აფხაზეთის ასსრ, გაგრის რაიონი. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკშ22.03.1943. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58, აღწერა 977532, საქმე 110

 

  1. ქანთარია გიორგი_დაბადების თარიღი_1919. დაბადების ადგილი_საქართველოს სსრ, ზუგდიდის რაიონი. სამხედრო წოდება_რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში_ 13.02. 1942. დაკრძალულია_ქ. პორხოვი (რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან)

 

  1. კვერეხაძე ივანე_დაბადების თარიღი: 1921. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ვანის რაიონი, სოფ. ზეხმანტა. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში 20.02. 1942. დაკრძალულია: ქ. პორხოვი_ რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977521, საქმე 2217

 

  1. კაჭლამაზაშვილი (სავარაუდოდ, კოჭლამაზაშვილი) ილია_დაბადების თარიღი: 1919 დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ქვემო დოგვი. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში.დაკრძალვის ადგილი: ქ. პორხოვი, რუსეთი_რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532; საქმე 98

 

  1. მერნამიძე ჩიტა_დაბადების თარიღი: 1904. დაბადების ადგილი“ საქართველოს სსრ, გორის რაიონი. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში, 23.03.1943. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532. საქმე 110

 

  1. მიკოშვილი პეტრე_დაბადების თარიღი: 1924 (ან 1914) დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ასპინძის რ-ნი, ხისობაური (სავარაუდოდ, ხიზაბავრა) სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა 23.01.1943. ტყვეთა ბანაკში. დაკრძალულია: ქ. პორხოვი, რუსეთი (რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532. საქმე 110

 

  1. ტეგატაშვილი (ან თეგეთაშვილი) დავით_დაბადების თარიღი: 1914. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, გორის რაიონი. სამხედრო წოდება: რიგითი; დაიღუპა 26.11.1942 ტყვეთა ბანაკში. დაკრძალულია: ქ.პორხოვი, აღმოსავლეთი ყაზარმა (რუსული სასაფლაო) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა:977527. საქმე 144.

 

  1. ჩებაჩუნინ მიხეილ_დაბადების თარიღი: 1921. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ,ორჯონიკიძის რაიონი. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში. დაკრძალულია: ქ.პორხოვი, რუსეთი (რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532, საქმე. 98. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58, აღწერა 977521, საქმე 2163

 

  1. ჩიხლაძე_დაბადების თარიღი: 1900. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ,ქ. თბილისი. სამხედრო წოდება_რიგითი. დაიღუპა 24.01.1943. ტყვეთა ბანაკში. დაკრძალულია: ქ. პორხოვი, რუსეთი (რუსული სასაფლაო, აღმოსავლეთ ყაზარმასთან) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532, საქმე 110

 

  1. შაპიაშვილი ეფიმ_დაბადების თარიღი: 1919. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ბორჩა. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში. დაკრძალულია: ქ.პორხოვი, რუსეთი (რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532, საქმე 98

 

  1. შაპიაშვილი იუნ_ დაბადების თარიღი: 1919, დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ქ. ბორჯომი. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა: ტყვეთა ბანაკში 27.02.1942. დაკრძალულია: ქ. პორხოვი, აღმოსავლეთ ყაზარმა (რუსული სასაფლაო) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977526, საქმე:203

 

შენიშვნა_შაპიაშვილი ეფიმ და შაპიაშვილი იუნ, შესაძლოა, ერთი და იგივე პირი იყოს.