გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

KIU-ში ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა იწყება

18-07-2023

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა  (GITA) და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) თანამშრომლობით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინოვაციების და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა გაიხსნა, რომელიც წელს მესამედ ტარდება.

 

პროექტში60-ზემეტი წარმატებული სტუდენტი იღებს მონაწილეობას. ახალგაზრდებს ინტენსიური და საინტერესო სამუშაო პროცესი ელოდებათ KIU-ს კამპუსში. სტუდენტები, პროექტის ორგანიზატორებისა და მენტორების ჩართულობით,ზაფხულის განმავლობაში იმუშავებენ,როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით, დაამუშავებენ ახალ იდეებს, მოახდენენ გუნდების ფორმირებას, კონკრეტული სტარტაპების პროექტების შემუშავებას და ფინალურ ეტაპზე, საბოლოო პროექტებს წარუდგენენ ჟიურის ფიჩინგის სესიის დროს. საუკეთესო პროექტის ავტორი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.

 

ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა 2021 წლიდან იმართება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ორი წლის განმავლობაში 150-მდე ახალგაზრდამ მიიღო მასში მონაწილეობა, შედეგად KIU-ს სტუდენტემა რამდენიმე წარმატებული სტარტაპი შექმნეს და სხვადასხვა წყაროდან დაფინანსებაც მოიპოვეს. პროექტის ფარგლებში სტუდენტების მიერ ინიცირებული ათობით სტარტაპ იდეა განხორციელდა.

 

წელს, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, KIU-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონსტარტაპების შენების კურსი, ანტრეპრენერ ნიკოლოზ გოგოჭურის ავტორობით. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიღრმავონ ინოვაციური აზროვნების, „იდეაციისა“ და სტარტაპის შენების ძირითადი უნარები დაშეიძინონ სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვის პრაქტიკული გამოცდილება.

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების (GITA) შორის 2021 წელს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში GITA თანამშრომლობს უნივერსიტეტთან ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიზნით და მასთან ერთად სხვადასხვა ინოვაციურ პროექტზე მუშაობს.