27-08-2018
მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ბადრი საჯაიას ნეშტი სოხუმიდან თბილისში გადმოასვენეს.მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ბადრი საჯაიას ნეშტი სოხუმიდან თბილისში გადმოასვენეს.
ბადრი საჯაია თავის ძმასთან, ლევანთან ერთად იბრძოდა. სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, მდინარე გუმისთასთან გამართული ბრძოლებისას, ბრძოლის ველიდან, დაჭრილი ქართველი ჯარისკაცის გამოსაყვანად მიდიოდა, როცა სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. იგი 20 წლის იყო. ბადრი მისმა დედამ, ქალბატონმა მაყვალამ და ძმამ, ლევანმა სოხუმში, თავიანთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაკრძალეს. 27 სექტემბერს კი სოხუმი დაეცა და საჯაიების ოჯახი, 300 000-მდე ქართველთან ერთად, დევნილად იქცა. ბადრის საფლავს 25 წელი სოხუმელი მეზობლები პატრონობდნენ.
ოჯახმა სოხუმელი ახლობლების, მეზობლების ძალისხმევით და დახმარებით, შესძლო და ბადრის ნეშტი თბილისში გადმოასვენა. იგი დღეს, გლდანის სასაფლაოზე, მისი 40 დღის წინ გარდაცვლილი ძმის, ლევანის გვერდით, სამხედრო პატივით დაკრძალეს.
დიდება გმირებს!