გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი ამილახვარმა უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

19-07-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

 

გიორგი ამილახვარს უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრმა იანოშ ჩაკმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა, სადაც მხარეებმა პროფესიული და უმაღლესი განათლებისა და ინოვაციის მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის  გაღრმავების საკითხები განიხილეს.

 

მინისტრმა მადლობა გადაუხადა იანოშ ჩაკს მრავალწლიანი პარტნიორობისთვის და აღნიშნა, რომ უნგრეთის მთავრობასთან თანამშრომლობით საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.

 

მინისტრებმა პროფესიული განათლების მიმდინარე რეფორმის მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ეწვევიან უნგრეთის პროფესიული განათლების სპეციალისტები, საუკეთესო პრაქტიკისა და ცოდნის გასაზიარებლად. ამასთან, ქართველ სპეციალისტებს შესაძლებლობა მიეცემათ, კვალიფიკაცია უნგრეთის წამყვან პროფესიულ სასწავლებლებში აიმაღლონ, სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, უმაღლესი  განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მოხდება კონკრეტული მიმართულებების იდენტიფიცირება და საქართველოსა და უნგრეთის უნივერსიტეტები დაიწყებენ  ერთობლივი/ორმაგი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაზე მუშაობას.

 

თავის მხრივ, უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრმა იანოშ ჩაკმა უნგრეთის მთავრობის მიერ ახალგაზრდებისა და ოჯახების მხარდამჭერი პოლიტიკის მიღწევებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარების მზაობა გამოთქვა.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებული პარტნიორობის გაღრმავების მიზნით, დაიწყება ინტენსიურ მუშაობა განათლების მიმართულებით ჩარჩო ხელშეკრულებაზე, რომელიც მხარეებს შორის უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის თბილისში ოფიციალური ვიზიტის დროს გაფორმდება.

 

უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრთან შეხვედრამდე, გიორგი ამილახვარი ხის ტექნიკური დამუშავების პროფესიული მომზადების სკოლას ეწვია, ადგილზე გაეცნო სასწავლებლის მუშაობის სპეციფიკას და სტუდენტებს გაესაუბრა. მინისტრს სკოლის ხელმძღვანელობამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პროფესიული სასწავლებლის პროგრამების, სწავლების მეთოდებისა და სასწავლო კურიკულუმის შესახებ.

 

გიორგი ამილახვარს უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა  ახალგაზრდებისა და ოჯახების მხარდამჭერი პოლიტიკის პრეზენტაცია და მისი შედეგებიც გააცნეს.