გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

"საქმე არ აქვთ და აგორებენ ტყუილებზე აგებულ ინფორმაციას" - რას ამბობს დავით ხიდაშელი "რუსთავი 2-თან"

19-07-2023

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი "რუსთავი 2-თან" აცხადებს, რომ მიწების წართმევასა და დაბრუნებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.ბიზნესმენი დავით ხიდაშელი "რუსთავი 2-თან" აცხადებს, რომ მიწების წართმევასა და დაბრუნებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.


"საქმე არ აქვთ და აგორებენ ტყუილებზე აგებულ ინფორმაციას. წარმოდგენა არ მაქვს, რაზე ლაპარაკობთ, რა მიწების წართმევა-დაბრუნებაზე?! ვინაიდან ნადირობა საქართველოში არის ლიცენზირებული საქმიანობა, იმ კომპანიას აქვს ნაყიდი ნადირობის ნებართვა, წერტილობრივ მოწყობილ ნებადართულ ტერიტორიებზე მართვის გეგმის მიხედვით და არც მიწა უყიდია, ან უქირავებია, არც ტყე.
ჩემზე ტყუილების გავრცელებას კი თავი დაანებოს ყველამ.


რაც შეეხება მელაშვილის კომენტარებს დავით ხიდაშელზე და ხალხზე თავის სასარგებლოდ ინტერპრეტირებულ ინფორმაციის მიწოდებაზე, ვაცხადებ კიდევ ერთხელ:
საქართველოს საზღვრების დემარკაციის კომისიას ყოველთვის ჰქონდა და აქვს დავალებული, რის საფუძველზე უნდა მოახდინოს საზღვრის დადგენა და დემარკაცია. კომისიამ გაავლო , შეუთანხმა აზერბაიჯანის მხარეს საზღვრის გარკვეული მონაკვეთები და დაამოწმა ხელმოწერებით .
თუ რაზე დაყრდნობით მოხდა აღნიშნული დოკუმენტის მიღება, სწორია თუ არა და რა მოჰყვა ან მოჰყვება ამას, ეგ სასამართლომ გაარკვიოს. მე მოვიძიე და გადავეცი უამრავი მასალა, რომლის გამოყენებაც მთავრობების ძველ მიღებულ შეთანხმებებს (საფუძველს) ამაგრებს და ამტკიცებს," - აღნიშნავს ხიდაშელი.