გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მამუკა მდინარაძე ელენე ხოშტარიაზე: ერთ-ერთი მიმართულებიდან დავალების მისაღებადაა წასული, რუბლებს იქიდან ვერ წამოიღებს, სხვა მიმართულებიდან მისდის, ამ შემთხვევაში უფრო დოლარებთან გვექნება საქმე

19-07-2023

ქალბატონი ელენეს [ხოშტარია] ნიჭიერება მინდა ვაღიარო, იმდენი მიმართულებიდან იღებს დავალებებს, რომ ერთი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება ამ დავალებების გააზრება, გადამუშავება, შესრულება - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

შეკითხვაზე, რა მიზნით ჩავიდნენ დავით კეზერაშვილთან ელენე ხოშტარია და გიგი უგულავა და ხომ არ ფიქრობს, რომ ელენე ხოშტარია ვაშაძის მსგავსად შეუერთდება ნაცმოძრაობას? მამუკა მდინარაძე პასუხობს, რომ ელენე ხოშტარია ერთერთი მიმართულებიდან დავალების მისაღებადაა წასული, თუმცა, რუბლებს იქიდან ვერ წამოიღებს, ამ შემთხვევაში დოლარებთან გვექნება საქმე.

 

„ქალბატონი ელენეს ნიჭიერება მინდა ვაღიარო. იმდენი მიმართულებიდან იღებს დავალებებს, რომ ერთი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება ამ დავალებების გააზრება, გადამუშავება, შესრულება. ერთერთი მიმართულებიდან დავალების მისაღებად ახლაა წასული. რუბლებს იქიდან ვერ წამოიღებს, რუბლები სხვა მიმართულებიდან მისდის მას, ამ შემთხვევაში უფრო დოლარებთან გვექნება საქმე როგორც ვიცი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.