გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

„ვალესა“ და „წითელ ხიდზე“ არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

28-08-2018

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე“  და ,,წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის (ი.გ.), აზერბაიჯანის (ა.მ. და ს.გ.) და საქართველოს (ს.კ.)  მოქალაქეების, ფიზიკური დათვალიერებისას, ასევე აზრბაიჯანის მოქალაქის ა.მ-ს კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად 3 600 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი (აქციზური მარკების გარეშე) აღმოაჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ჩამოერთვათ  საქონელი, ავტოსანტრანსპორტო საშუალება და ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი  ლარის ოდენობით შეეფარდათ.