გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური პროექტ DATA BOOTCAMP-ი გაიმართა

20-07-2023

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, გურჯაანში, DATA BOOTCAMP-ი ჩატარდა. მონაწილეებს შორის თიბისიმ ხუთი რჩეული ახალგაზრდა გამოავლინა, რომლებიც თიბისის DataAcademy-ს ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიან კურსებს გაივლიან.


DATA BOOTCAMP-ის სამ დღიან ინტენსიური ტრენინგების ფარგლებში, ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებულმა,15 წელს ზემოთ ახალგაზრდებმა AI, ML, ComputerVision-ის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გაიღრმავეს.


შემაჯამებელ, დემო, დღეზე მონაწილეებმა წარადგინეს პრეზენტაციები და გამოვლინდნენ გამარჯვებულები. მონაწილეები,  მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (MIT) დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სტუდენტების მიერ გადამზადებულმა, ქართველმა წამყვანმა სპეციალისტმა შეაფასეს. თიბისის მხრიდან, მონაწილეებს,  MLOps ინჟინერი ჯულია შავკაციშვილი აფასებდა.


DATA BOOTCAMP გურჯაანში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისი ეტაპობრივად ოთხი თვის განმავლობაში ჩატარდება და ჯამში 150-ამდე ახალგაზრდა მონაწილეს უმასპინძლებს.


თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, DataBootcamp-ის მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, კომუნაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას და მომავალ თაობაშიტექნოლოგიურ სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებს.